კახა კახიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება

პატრიარქის ინიციატივას, რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება ჰქონდეს, პრემიერ-მინისტრი არ გამოხმაურებია. თუმცა, განცხადება რამდენიმე წუთის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილი გამოეხმაურა.

კახა კახიშვილი ამბობს, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება და აღნიშნავს, რომ ამისათვის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს.

“მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ეს უფლება. მასზე ბრძენი ადამიანი ვინ არის, არ ვიცი და მას უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები,” – აცხადებს მინისტრი კახა კახიშვილი.

Comments
Loading...