კახა კახიშვილი: „ნაციონალების“ დროს ციხეში 24 ათასი პატიმარი იყო, ახლა სასჯელს 10 ათასი პატიმარი იხდის

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით წინა ხელისუფლებასთან შედარებით, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოსახლეობის დიდი ნაწილი სასჯელს იხდიდა, დღეს ვითარება საგრნობლად შეცვლილია.

კახიშვილმა „ასავალ-დასავალთან” პენიტენციურ სისტემაში არსებული მასიური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებიც განიხილა, მისი განცხადებით, ასეთი რამ საქართველოს ყველა კუთხეში ხდებოდა და ამ სისტემურ დანაშაულში მთელი ხელისუფლება იყო ჩართული.

„ნაციონალების” დროს ციხეში იყო 24 ათასი პატიმარი, ხოლო ახლა სასჯელს იხდის 10 ათასი პატიმარი. არის ღია დაწესებულებები, სადაც 2 ათასი პატიმარია და გამორიცხვით ვერაფერს გამორიცხავ. რეალურად ჩვენ ახლა ვაშენებთ და ვაყალიბებთ სასჯელაღსრულების სისტემას. ერთი ვიდეოკადრით სისტემის დანგრევა არ ხდება! იმ კადრებს აფეთქება მოჰყვა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში როგორც ციხიდან ცოცხლად გამოსული პატიმრები, ისე მათი ჭირისუფლები და ომბუდსმენი, გამუდმებით ლაპარაკობდნენ სისტემურ დანაშაულსა და პატიმრების არაადამიანურ წამებაზე. ეს მხოლოდ მერვე დაწესებულებაში კი არა, ბათუმის ციხეში, ქუთაისის დაწესეულებაში, ყველგან ხდებოდა. ზუგდიდის დაწესებულება არაადამიანური პირობების გამო დაიხურა. ხალხი გაამწარა არა ერთმა კადრმა, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილმა იმ უარყოფითმა მუხტმა და საშინელებამ, რასაც ციხიდან გამოსულები ჰყვებოდნენ! რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს – ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთი, ორი ან სამი და ოთხი ოპერატიული მუშაკი ამ კადრებს ვერ გადაიღებდა, რადგან ამ კადრების გადაღებაში სახელმწიფო ხარჯავდა უამრავ ფულს, ქირაობდა ან ყიდულობდა უამრავ კონსპირაციულ ბინას, სათვალთვალო კამერებს, ტექნიკას და ა.შ.”- განაცხადა კახიშვილმა.

Comments
Loading...