კახა კახიშვილი: ციხეებში C ჰეპატიტის განკურნების 90%-იანი შედეგი გვაქვს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის განკურნების 90%-იანი შედეგია, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების დროს პატიმართა გარდაცვალების ერთერთი მთავარი მიზეზი სწორედ აღნიშნული ვირუსი იყო.

„2012 წლიდან დღემდე 11 ათას პატიმარზე მეტს ჩაუტარდა სტრინინგი C ჰეპატიტზე. თქვენ გახსოვთ თუ რა მაღალი იყო C ჰეპატიტის გამო გარდაცვლილ პატიმართა ციფრი. დღეს დაწესებულებებში C ჰეპატიტის განკურნების 90%-იანი შედეგი გვაქვს იმ ადამიანების რიცხვიდან, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროგრამაში.

წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს სპეციალურად ათავსებდნენ ისეთ პატიმრებთან, რომლებსაც აღნიშნული ვირუსი ჰქონდათ. მიზანი იყო ის რომ ისინიც დავირუსებულიყვნენ. ამერიკის და საქართველოს ხელისუფლების ერთობრივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ციხეებში ძვირადღირებული პრეპარატის „სოფოსბუვირის“ შემოტანა, რათა პატიმრები სრულფასოვნად განიკურნონ.

დღეს მსჯავრდებულებს ჯანდაცვის მომსახურების მხრივ კარგი პირობები აქვთ, მათ ცხვირის ძგიდის ოპერაციებიც კი უტარდებათ“, – განაცხადა მინისტრმა.

Comments
Loading...