კახა კალაძე: „ხუდონი“ ძალიან რთული პროექტია

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ხუდონჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ხუდონი” არის ძალიან რთული, ძალიან მძიმე პროექტი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება მშენებლობა, საჭირო იქნება ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება.

„ვმუშაობთ. „ხუდონი” არის ძალიან რთული პროექტი. ძალიან მძიმეა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება მოგვიწევს იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მშენებლობას, ამიტომ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და ამ პროექტთან დაკავშირებით დეტალები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments
Loading...