ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხვალ, ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგეტიკის საამინისტროდან აცნობეს, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.
ინტერპრესნიუსი