კახა კალაძეს პარლამენტში მომავალ კვირას მოუსმენენ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან შეხვედრა, კომიტეტში მომავალ კვირას გაიმართება.

ტყემალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრი ყველა იმ მოლაპარაკებაზე ისაუბრებს, რომელიც „გაზპრომთან“ და „სოკართან“ ჰქონდა.

ამასთან, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა ღია იქნება და დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

Comments
Loading...