კახა კუკავა:არჩეული მერებისა და გამგებლების ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დადგება

„ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებული რეფორმით უკმაყოფილოა არასაპარლამენტო ოპოზიცია. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, ხელისუფლებამ უარი თქვა მომავალ არჩევნებზე მერებისა და გამგებლების ასარჩევად 50-პროცენტიანი ბარიერის დაწესებაზე. კუკავას განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციის არცერთი წინადადება არ გაითვალისწინა, რითიც არჩეული მერებისა და გამგებლების ლეგიტიმურობა ეჭქვეშ დადგება.

Leave A Reply

Your email address will not be published.