კახა მაღრაძე NDI-ის კვლევაზე: ფაქტია, ამომრჩეველი ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება


“შესაძლებელია სრულიად ახალი პოლიტიკური ძალები, მაღალი მაჩვენებლით მოვიდნენ პოლიტიკაში”, – აღნიშნულის შესახებ, კომპანია “ჯეპრას” უფროსი პარტნიორი, კახა მაღრაძე NDI-ის კვლევის თემის კომენტირებისას აცხადებს. კახა მაღრაძის განცხადებით, მონაცემებიდან ჩანს, რომ წინასაარჩევნო მარათონი ჯერ არ დაწყებულა და ამომრჩეველი ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბებული არ არის.

“ფაქტია, რომ წინასაარჩევნო მარათონი ჯერ არ დაწყებულა და ამომრჩეველი არ არის ჩამოყალიბებული, ასე რომ საინტერესო წინასაარჩევნო პროცესი გველოდება. შესაძლებელია სრულიად ახალი პოლიტიკური ძალები, მაღალი მაჩვენებლით მოვიდნენ პოლიტიკაში.

13% რახან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ესეგი ქართული პოლიტიკური კულტურა გამრავალფეროვნებული და ამაღლებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფართო აუდიტორიის კონსოლიდაცია ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ არ არის. ფაქტია, რომ ამომრჩეველი ახალ პოლიტიკურ ძალას ელოდება”, – აცხადებს კახა მაღრაძე “აიპრესთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებში 13%-ით ნაციონალური მოძრაობა ლიდრობს.

კითხვაზე, ხალ რომ არჩევნები იყო რომელ საპარლამენტო პარტიას დაუჭერდით მხარს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნაციონალური მოძრაობა 13%, ქართული ოცნება 11%, 35% – არ ვიცი, 14% – არც ერთი, 11% უარი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილი დღეს წარუდგინა. NDI-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

Comments
Loading...