კახა თარგამაძე – ჩემი მინისტრობის დროს გაებედათ, მაგათ გადავატრიალებდი მე კარგად!

„ქვეყენას სჭირდება ისეთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ გარეწრებს ყურებში ჩაავლებს ხელს და საკანში მიაბრძანებს”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე საუბრისას კახა თარგამაძემ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში. შს ყოფილი მინისტრის თქმით, დამნაშავეები რომ ციხეში არ სხედან, ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს.

„დავუშვათ, სააკაშვილს იმუნიტეტი ჰქონდა და ქვეყნიდან გაასწრო, მაგრამ რატომ ვაძლევთ ბოკერიებსა და სხვა ნაძირალებს სიბინძურეების კეთების უფლებას? მათი ადგილი ციხეშია! აი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სისუსტე. შევარდნაძის ხელისუფლებამ ამგვარი მორიდებით ამ კურდღლებს ქვეყანა გადაატრიალებინა. გეკითხებით, ჩემი შს მინისტრობის დროს რატომ ვერ აწყობდნენ გადატრიალებებს?! აბა, ერთი გაებედათ, მაგათ გადავატრიალებდი კარგად! ძალოვანი უნდა იყოს ძალოვანი, რომელიც მხოლოდ კანონს ემორჩილება. დროა, მოჰკიდეთ ყურებში ხელი და აალაპარაკეთ! დროზე შეუშვით საკნებში. კანონი გაძლევთ ამის უფლებას! დაუწყეს მოფერება- მიშიკო, შენი ჭირიმეო და აი შედეგიც”, – განაცხადა თარგამაძემ.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი”

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)

Leave A Reply

Your email address will not be published.