კახა ცხადაძე თანამდებობას ოფიციალურად ლევან კობიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დატოვებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე თანამდებობას ოფიციალურად ლევან კობიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილება აღმასკომმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

სავარაუდოდ, ცხადაძე და ფედერაციის პრეზიდენტი კონტრაქტის გაწყვეტისთვის გადასახდელ კომპენსაციას განიხილავენ.

როგორც ცნობილია, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომს კახა ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა.

კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2014 წლიდან თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წვრთნიდა.

Comments
Loading...