კახეთი – საქართველოს ულამაზესი კუთხეები (ფოტოკოლაჟი)

სახელწოდება —კახეთი, მომდინარეობს ქართველთა ერთ ერთი ეთნარქის კახოსის სახელიდან.
თავდაპირველად კახოსის ტერიტორია ანუ კახეთი წარმოადგენდა ქართლის ერთ ერთ ნაწილს და მოიცავდა: მდინარე ივრის ზედა წელს (ერწოსა და თიანეთს, რომლის მარჯვენა ნაწილი იწყებოდა უჯარმის ციხიდან[1], ხოლო მარცხენა ლაფიანხევი/სამების ხეობიდან); ფშავის არაგვის მარცხენა სანაპიროდან ბუდე ფშავისა და არაგვის ხევსურეთის ჩათვლით; ალაზნის ხეობის ზედა წელი (თურდო-სტორის ხეობებიდან კავკასიონამდე).

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით:

„მისცა კახოსს საზღვარი: აღმოსავლით მთა კავკასი, სამხრით საზღვარი ჰერეთისა, თურდო-შტორის ხევი ვიდრე კავკასამდე; დასავლით მთა კახეთისა, რომელსა განჰკვეთს ერწო-თიანეთს იორის მდინარე და მერმე მზღვრის მდინარე არაგვი და ჩრდილოთ მთა კავკასი. და ამათ შორისი ქვეყანა არს კახეთი, წილი კახოსისა, და მისის სახელის გამო ეწოდა ამას სახელი ესე, არამედ აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურსა (რომელსა პირველ ეწოდა ფხოელნი), თიანეთს, ერწოს, ირტოს ხევს, პანკისის ხეობას, საყდრიონს და ალონს.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1885 წ. გვ. 127)
მას შემდეგ რაც ქართლოსის მეუღლემ თავის ძეებს ქართლის ტერიტორია გადაუნაწილა, კახოს წილად ხვდა ზემოდხსენებული საზღვრები. მაგრამ იგივე კახოსის პერიოდში მან თავის ძმა კუხოსს დაუთმო მდინარე ივრის მარცხენა ნაპირი ლაფიანხევიდან ბოჭორმის ციხის ჩათვლით. როგორც ქართლის ცხოვრება იუწყება აღნიშნული დათმობა მოხდა მას შემდეგ, რაც კუხოსმა დაეხმარა კახოსს კახეთის დედაქალაქის ჩელეთის აშენება-მოწყობაში.

„ხოლო კახოსს მისცა კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგჳთგან ვიდრე ტყეტბადმდე, რომელი არს საზღვარი ჰერეთისა. და ამან კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა. რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხუედრი იყო. და მისცა კახოს შეწევნისათჳს და შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რომელსა ბერ ერქუა პირველ შენებულსა კახეთისასა[2].“
კახეთი დღეს მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა.

ქალაქები:
ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი;

0b9885ca278f

6_1

11

42_1iceland

268

000002

68054_106408756184751_348319387_n

1281639129_2

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA
KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

gallery_448_22_87883

lagodekhi (1)

Lagodekhi

lagodexi15

royal_batoni

turi-lagodexis-nakrcali

2693winee

4389Alaverdi

79914

100477

197586_418198654902654_1257683437_n

11992521_1005460952809731_403593841_n

31115887

1418633382.BESO6674

201501192159556227

Alaverdi

c30036627090e491a5e4136ee6c98ee4

dsc_6867

F1020010

italia

Lopota_Hotel

maxresdefault

project_01-1

project_12-1

rtveli

telavi

timthumb

tour_0_086f8720f179c5768ad8876ad2683234

tour_8_4

Comments
Loading...