კახეთში 21 წლის ახალგაზრდა ნაჯახით მოკლეს

21 წლის ახალგაზრდა კახეთში ნაჯახით მოკლეს. შემთხვევა ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში, ერთ-ერთი მოსახლის სახლში მოხდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ილია მანველიშვილის მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება სუფრაზე მყოფ ახალგაზრდებს შორის. თუმცა, კონკრეტულად რა გახდა მკვლელობის მიზეზი, უცნობია.

დაკავებულია მომხდარ დანაშაულში ეჭვმიტანილი.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაჯახი.

Leave A Reply

Your email address will not be published.