კახეთში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ

კახეთში, თელავში 60 წლამდე მამაკაცი დაიკარგა. დაკარგულის ოჯახის ინფორმაციით, დავით ხოკერაშვილი სახლიდან ხუთი დღის წინ გავიდა.

მამაკაცი ცივის მთის მიმართულებით საქონლის საძებნელად წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.

სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული.

Comments
Loading...