კახი კალაძე – საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა განუცხადა. კახა კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 230-250 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება და მისი განხორციელება 2016 წელს დაიწყება. ვიცეპრემიერი განმარტავს, რომ კვლევები ამ საკითხზე უკვე დაწყებულია.
„მიმდინარეობს კვლევები. პროექტის საერთო ღირებულება 230-250 მილიონ ამერიკული დოლარამდე იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგადად, ყველა ქვეყანა ცდილობს ჰქონდეს ამგვარი გაზსაცავი და ჩვენც მომავალ წელს დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.