კახი კავსაძე: ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიხარული და ბედნიერება მოვუტანო ხალხს.

“ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიხარული და ბედნიერება მოვუტანო ხალხს. ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ”, – კახი კავსაძე მართლაც, ნამდვილი არტისტია და ამაში იგულისხმება მისი მომხიბვლელობა, ნიჭიერება, მუსიკალურობა, ტემპერამენტი, ენაწყლიანობა, სიკეთე, ოპტიმიზმი…

***
– ზინა კვერენჩხილაძეს, არა­ჩვეულებრივ მსახიობსა და პარტნიორს, საშინლად არ უყვარდა, როცა უწმაწურ სიტყვებს ამბობდა ვინმე. ვინც მიცნობს, იცის, რომ ცხოვრებაში ცუდი სიტყვა არ დამცდენია (იცინის), ჰოდა, სამჯერ ვყავარ ზინას გალახული. თანაც მისი ხელი მტერს მოხვდა, საქართველოს ჩემპიონი იყო ფარიკაობაში. ერთი-ორჯერ ისეთი მომდო, სამი თვე დალურჯებული დავდიოდი. ბელამ იეჭვიანა კიდეც, ვინ დაგალურჯაო? ერთხელაც, რაღაც საშინელება ჩავიდინე და ზინა პირდაპირ მოსაკლავად გამომეკიდა. ვიფიქრე, ახლა თუ დამიჭირა, ცოცხალი ვეღარ გადავრჩები-მეთქი და რაც ძალი და ღონე მქონდა, კიბეზე ჩავრბოდი. უცებ, ფეხი გადამიბრუნდა და კოჭში მოვიტეხე. თურმე, სიწრისგან სულ მთლად მიტკლის ფერი დამდებია. ამ დროს ზინაც წამომადგა თავზე. არ მომკლა-მეთქი, – შევეხვეწე. მგონი, უკვე მოგკალიო, – მიპასუხა შეშინებულმა ზინამ (იცინის).

***
– მე და ბელამ, მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ გასტროლებზე ერთად წასვლა,

მერე კი სულ მარტო მიწევდა გამგზავრება. პირველი გასტროლი ბელას ავადმყოფობის შემდეგ, დასავლეთ ბერლინში დაიგეგმა. უხასიათოდ ვიყავი. ბელამ მკითხა: რა გჭირსო? – აი, შენ რომ ვერ მომყვები, ცუდ ხასიათზე ვარ. ხომ ვიცი, იქ იქნება შეხვედრები, მხიარულება, სიმღერა, ცეკვა. მე კი ასეთი განწყობით, ვერაფერს ვიმღერებ, გამორიცხულია-მეთქი. წავედი. რუსთაველის თეატრისთვის ეს იყო ერთ-ერთი პირველი გასტროლი და ამის გამო, გამოხმაურებაც განსაკუთრებული ჰქონდა, როგორც გერმანულ, ისე ქართულ პრესაში. გაზეთ “კომუნისტში” დაიწერა წერილი სათაურით – “კახი კავსაძემ თავისი სიმღერით მოხიბლა ევროპა” (იცინის) და იქვე ფოტოც არის გამოქვეყნებული: ბიჭებთან ერთად ვდგავარ, პირი მაქვს ბეჰემოთივით დაღებული და მთელი გრძნობით ვმღერი. გასტროლებიდან როცა დავბრუნდი, ბელა სახლში ამ გაზეთით ხელში დამხვდა და გულიანად იცინოდა. გაზეთი არ მქონდა ნანახი და ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. აი, ასეთი სიტყვის კაცი ხარ შენო, – ზუსტად ასე მითხრა.


სრულად წაიკითხეთ ჟურნალ “გზის’ 2 თებერვლის ნომერში

 

Comments
Loading...