კახიანი – ირაკლი კობახიძეს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ იყოს პარლამენტის კარგი თავმჯდომარე

ირაკლი კობახიძეს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, იყოს პარლამენტის კარგი თავმჯდომარე, – ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანმა დაადასტურა, რომ მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ირაკლი კობახიძეს მხოლოდ პოლიტიკიდან არ ვიცნობ. დაახლოებით 10 წელია, რაც ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ საქმიანობას ვეწევით. ირაკლი არის კომპეტენტური იურისტი, კონსტიტუციონალისტი – მე ვიტყოდი, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუციონალისტია. ირაკლი კობახიძე არის სამართლის დოქტორი, დისერტაცია გერმანიაში აქვს დაცული. მას აქვს ყველა მონაცემი იყოს პარლამენტის კარგი თავმჯდომარე“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...