როგორც კახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, დაუშვებელია, შს მინისტრმა საკუთარ თანამშრომლებს „ბალასტი“ უწოდოს.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი ეკონომიკური ზრდა ვერ უზრუნველყო, რის გამოც, კადრების ოპტიმიზაცია აუცილებელი გახდა.
„დაუშვებელია, რომ შს მინისტრი საკუთარ თანამშრომლების მიმართ ამგვარი ენით საუბრობდეს. თანამშრომლებს უნდა აუხსნან, რომ მსგავსი რამის გაკეთება მთავრობის ეკონომიკური კრიზისის გამო უწევთ. მათ ბოდიში უნდა მოუხადონ და ოპტიმიზაციის პროცესი ასე მოხდეს. ისინი არ უნდა დაამცირონ და მათ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ.
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მის უწყებაში, ისევე როგორც სხვა სამინისტროებში, რესტრუქტურიზაცია დაიწყო.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ბალასტი არიან, დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდებიან.