კალაძე არჩევს, რომ პუტინის მავნებლური “გაზპრომის” შოუებში მიიღოს მონაწილეობა“ – ირმა ნადირაშვილი


ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე პრეზიდენტის ინიციატივას – გამართულიყო მსჯელობა, როგორც ცნობილია დღეს კახი კალაძე გამოეხმაურა. ვიცეპრემიერმა ამ მსჯელობას, ისევე როგორც უშიშროების საბჭოს დაგეგმილ სხდომას “შოუ” უწოდა.

ამ ფაქტს გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც კახი კალაძე გაზპრომთან მართავს მოლაპარაკებას, პრეზიდენტთან კომუნიკაციას გაურბის. მათი განმარტებით ეს ასახავს მმართველი გუნდის დამოკიდებულებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

„სამწუხაროა, როდესაც კალაძე არჩევს, რომ პუტინის მავნებლური გაზპრომის შოუებში მიიღოს მონაწილეობა,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.