კალაძე გურიას პარტიის ლიდერის რანგში სტუმრობს

“ქართული ოცნება” ჩოხატაურში კონფერენციას მართავს
დღეს, ჩოხატაურში, დღის 12 საათზე, პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს საოლქო კონფერენცია დაიწყება.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” აღნიშნული ორგანიზაციის პრეს სამსახურიდან აცნობეს.
პრეს სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, კონფერენცია დუმბაძის ქუჩაზე, “დარბაზ ბახმაროში” გაიმართება და მას პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნის.

Leave A Reply

Your email address will not be published.