კალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა.

ამის შესახებ მან თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პროფესიონალებით გაძლიერებული, განახლებული ქმედითი გუნდია – პროგრესული ხედვით, მოქმედების ზუსტი გეგმითა და თანამედროვე მიდგომების მქონე პრინციპული ლიდერით.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაამტკიცა, რომ ხალხზე მზრუნველი ადამიანური ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ჩვენი გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქვეყნის მომავლის შექმნა მხოლოდ ერთიან, თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია. მეგობრებო, ჩვენი გზა – ევროპული გზაა, ჩვენი მიზანი – ცივილიზებულ სამყაროში ღისეული ადგილის დამკვიდრებაა, იმ კანონის უზენაესობაა, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნის წინაშე ჩადენილ არცერთ დანაშაულს დატოვებს უპასუხოდ“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

Comments
Loading...