კალაძე: უგულავას სხვა საქმეებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა, მას სხვა საქმეებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, სასიამოვნოა თუ არა სასამართლოს მიერ მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება, ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი.

„დღეს კიდევ დადასტურდა ის, რომ სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ჩვენთვის რამდენად სასიამოვნო თუ არასასიამოვნოც უნდა იყოს კონკრეტულ ფაქტებზე მიღებული გადაწყვეტილებები, ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. თუმცა, რაც შეეხება ბატონ უგულავას, მე როგორც ვიცი და ინფორმაცია მაქვს, სხვა კონკრეტულ საქმეებზე კითხვები არსებობს, რომელზეც პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს“, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პატიმრობიდან გათავისუფლდა და ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ საღამოს დატოვა.

Comments
Loading...