კალაძემ თანამდებობა დატოვა: ენერგეტიკის სამინისტრო ჩემთვის მშობლიური სახლივითაა

ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა. ამის ვალდებულებას კალაძეს კანონმდებლობა აკისრებდა, რადგან ის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიაში N2-ეა.

კალაძე სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო მისთვის მშობლიური სახლივითაა.

„ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახლი, ბევრი ოჯახი და გარემო გამოვიცვალე. ენერგეტიკის სამინისტრო ჩემთვის არის მშობლიური სახლივით და თითოეული თქვენგანი ხართ ჩემი ოჯახი, ჩემი ენერგეტიკული ოჯახი. დღეიდან, არ ვარ თქვენი მინისტრი. მინდა, თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. ცოტა ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვიქნებით ერთად და მივაღწევთ გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“, – მიმართა კალაძემ სამინისტროს თანამშრომლებს.

Comments
Loading...