კალაძეს საგანელიძე ჩაანაცვლებს?

,,ქართულ ოცნების“ პარტიულ წინა საარჩევნო სტრუქტურაში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გაზეთ ,,ქრონიკა +“ რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.

,,არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველ გუნდში დაძაბულობა მატულობს,ვინ მოხვდება და ვინ არა საარჩევნო სიებში კონკრეტულად არავინ იცის,ამიტომ საკუთარი პოლიტიკური მომავლის პროგნოზირება არავის შეუძლია,გამომდინარე აქედან სულ უფრო მატულობს უკმაყოფილება კახი კალაძის მისამართით, კალაძის ჩატარებულ ორ შუალედური არჩევნებს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია, საგარეჯოში ქართულმა ოცნებამ კანდიდატის გაყვანა სპეცუბნის ხარჯზე შეძლო ხოლო გარდაბანში ქვების სროლას და დაპირისპირებას ვერ აცდნენ,ამიტომ მმართველ გუნდში კახი კალაძის შეცვლისა და საარჩევნო შტაბის უფროსად დავით საგანელიძის დანიშვნის საკითხს განიხილავენ. დათანხმდება თუ არა საგანელიძე შტაბის უფროსობას,ჯერ ჩემი წყარო ვერ აკონკრეტებს,მაგრამ საკითხი უკვე დასმულია პრემიერ კვირიკაშვილთან“, -აცხადებს ელისო კილაძე.

Comments
Loading...