კალიფორნიაში 14 ადამიანის დახოცვაში ეჭვმიტანილი შეყვარებული წყვილი მოკლულია

კალიფორნიაში პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაადგინა. ცნობისთვის, სოციალური მომსახურების ცენტრში 14 ადამიანი დახოცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი მოკლულია.

28 წლის მამაკაცი საიდ რიზვან ფარუკი და 27 წლის ქალი ტაშფინ მალიკი წუხელ პოლიციასთან დაპირისპირების დროს მოკლეს. როგორც BBC იუწყება, ეჭვმიტანილები შეყვარებულები იყვნენ. მათ სამხედრო ფორმა ეცვათ და ცეცხლსასროლი იარაღითა და ნახევრად ავტომატური პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული. დაპირისპირების დროს ერთი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.

ქალაქი სან ბერნარდინო, სადაც 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ლოს ანჯელესის აღმოსავლეთით, 100 კილომეტრში მდებარეობს.

Comments
Loading...