კალიფორნიაში, 82 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

აშშ-ში, კალიფორნიაში, ხელისუფლებამ ხანძრის გამო, 82 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ხანძარს, რომელიც თითქმის 121, 400 ჰექტარს მოიცავს, 700 მეხანძრე ებრძვის.

სტიქიის შედეგად ათობით სახლი განადგურდა.

ხანძრის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ქარის სიძლიერე უშლის ხელს.

Comments
Loading...