კალიფორნიის google-ის ოფისში ხანძარი გაჩნდა

კალიფორნიის google-ის ოფისში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ექიმების განცხადებით, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლი ოფისის სამზარეულოში გაჩნდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

აღნიშნულ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

 

Comments
Loading...