კანადაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ძლიერი აფეთქება კანადაში – ტორონტოს ცენტრში სავარაუდოდ, ძლიერი ელექტროტრანსფორმატორი აფეთქდა.

როგორც რუთავი2 წერს, სახანძრო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საკანალიზაციო ჭებიდან ძლიერი კვამლი ამოიფრქვა. შემთხვევა ქინგისა და ბეის ქუჩებს შორის, ტორონტოს მთავარ ფინანსურ უბანში მოხდა.

სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა.

Comments
Loading...