კანადაში მეჩეთი დაწვეს

კანადაში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს.

“ასოშიეითედ პრესის” ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავი დაშავებულა, თუმცა შენობა იმდენად დაზიანდა, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია.

შემთხვევა პროვინცია ონტარიოს ქალაქ პეტერბოროში მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

Comments
Loading...