კანაფის ნარგავები „გირჩის“ ოფისში – ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება
„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ახალი წლის ღამეს დათესილი კანაფის ფოტოებს აქვეყნებს.
„31 დეკემბრის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის პატარა შედეგები“, – წერს „გირჩი“ სოციალურ ქსელში.
“გირჩის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ახალგაზრდებთან ერთად, 31 დეკემბრის ღამეს, პირდაპირ ეთერში კანაფის თესლი დარგო. აღნიშნული ქმედებით ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.