“კანონპროექტის უკან გამოტანის მიზეზი გახდა ის, რომ ხალხი შეცდომაში შეჰყავდათ”

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზავიად ტომარაძე

„კანონპროექტის უკან გამოტანის მიზეზი გახდა ის, რომ ხალხი შეცდომაში შეჰყავდათ და ამბობდნენ – ეს კანონპროექტი შეზღუდავდა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, დაიცავდა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ა.შ. საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხდებოდა მიზანმიმართულად. გარდა ამისა, მიზეზი არის ისიც, რომ საპატრიარქო გაემიჯნა პროცესებს და არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. ასევე, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებისგანაც არ იგრძნობოდა მხარდაჭერა, ერთადერთი მუსლიმთა თემის წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი კანონპროექტს. ამ ყველაფრის ფონზე, სოსო ჯაჭვლიანმა პროექტი უკან გამოითხოვა”, – აცხადებს ტომარაძე.

წყარო: reportiori.ge

Comments
Loading...