კანცელარიაში ბრიფინგისთვის ემზადებიან – ღარიბაშვილის გადადგომა?

სახელმწიფო კანცლარიაში პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგისთვის მზადება მიმდინარეობს – ინფორმაცია “პირველ რადიოს” არაოფიციალურად სახელმწიფო კანცელარიაში დაუდასტურეს. თუმცა, ბრიფინგის დრო ჯერ უცნობია.

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ბრიფინგი შესაძლოა 14 საათზე დაინიშნოს და ამ ბრიფინგზე პრემიერი ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. როგორც დღეს დილით ,,პირველი რადიოსთვის” გახდა ცნობილი პრემიერს ამ, პოსტზე ვიცე- პრემიერი კვირიკაშვილი შეცვლის, რომელსაც შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა პრემიერის პოსტზე ოფიცილუარად წარადგენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მთვრობაში სხვა ცვლილებებიც განხორციელდეს.

Comments
Loading...