“კაპიტანი გიგაური დარბევებისთვის ჯილდოებს ურიგებდა სპეცრაზმელებს” (ფოტო მასალა)

რეჟისორი გოგა ხაინდრავა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს’’ ხელმძღვანელს ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით ხაინდრავამ დოკუმენტები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ეკა გიგაურს 2007 წლის 7 ნომებრის აქციის შემდეგ, 13 ნოემბერს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე მიენიჭა.
მისივე განმარტებით, სწორედ ეკა გიგაურის ხელმძღვანელობით გაიცა პრემიები იმ თანამშრომლებზე, რომლებმაც 2007 წლის 7 ნოემბერის აქციის მონაწილეები დაარბიეს.
რეჟისორი აცხადებს, რომ ეკა გიგაური ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ინტერესების გამტარებელი იყო მას შემდეგაც, რაც ეკა გიგაური უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციის ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’’ ხელმძღვანელი გახდა.

“ორგანიზაციის ხელმძღვანელი კაპიტანი გიგაური ემსახურებოდა ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ინტერესებს და არა მხოლოდ ინტერესებს დარბევებისთვის ჯილდოებს ურიგებდა სპეცრაზმელებს’’,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ ‘’სამოქალაქო პრესასთან’’.
“საქმოქალაქო პრესა’’ ეკა გიგაურთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.




Comments
Loading...