კარასინი – “რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს”

რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს, მაგრამ ამისთვის თბილისი საკუთარ პირობას აყენებს– განცხადება ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგორი კარასინმა გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო ითხოვს, რომ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს.

“დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატივა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ეკუთვნოდა. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ მზად ვართ ამ ურთიერთობის აღსადგენად, მაგრამ ისინი პირობას აყენებენ, რომ რუსეთმა უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება”– აცხადებს კარასინი.

Leave A Reply

Your email address will not be published.