კარგია, რომ პრემიერმა თქვა, რომ ამ პროცესში თავდაცვის სამინისტრო არ უნდა იყოს ჩარეული

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეთანხმება.

როგორც „ინფო 9“-ს ტყემალაძემ განუცხადა, ის კვირიკაშვილის განცხადებას სრულიად იზიარებს.

ტყემალაძის მოსაზრებით, კარგია, რომ პრემიერმა პირველი განცხადების შემდეგ, მეორე განცხადებაში მთავრობის მიმართულების წევრის მიმართულებით თქვა, რომ ამ პროცესში თავდაცვის სამინისტრო არ უნდა იყოს ჩარეული და ის თავდაცვის მინისტრია.

„კანონმდებლობიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური დატვირთვისგან თავისუფალი უნდა იყოს“, – დასძენს ტყემალაძე.

პრემიერ-მინისტრმა განცხადება დღეს გაავრცელა. ის მხარეებს საკითხების განხილვას კოალიციურ რეჟიმში სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელებით იმუქრება.

წყარო: info9.ge

Comments
Loading...