კარიმ ბენზემა საფრანგეთის პოლიციამ დააკავა

ბენზემა ველბუენასთვის სექსუალური შინაარსის წერილებით დაშანტაჟების ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France-Press ავრცელებს.

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა საფრანგეთის პოლიციამ თანაგუნდელ, მატიე ველბუენას დაშანტაჟების ბრალდებით დააპატიმრეს.

დღეს დილით ცენტრალური ევროპის დროით 9:00 საათზე ბენზემა ვერსალში, პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ბენზემას ადვოკატს ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

ამ საქმესთან დაკავშირებით, გასულ თვეში ჯიბრლ სისეც დაკითხეს, თუმცა ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი მალევე გაათავისუფლეს.

ფრანგ ფეხბურთელს, მატიე ველბუენას, თანხის სანაცვლოდ აშანტაჟებდნენ. იმ შემთხვევაში თუ ველბუენა არ გადაიხდიდა თანხას, მას სექსუალური შინაარსის ვიდეოს გამოუქვეყნებდნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.