კარწახში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს:

“6 – 26 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“, ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და იაპონიის მოქალაქეების, მ.ა.ა-ს, მ.ა.მ-სა და ჰ.ნ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ს.ს-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (69 აბი და 53 კაფსულა) და ფსიქოტროპული (44 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ”,- ნათქვამია  გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...