კასპში დაჭრილი მამაკაცის გატაცებას ცდილობდნენ

კასპში, თბილისი-ბათუმის ჩქაროსნულ ტრასაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილის მძღოლი საბურავის შეკეთებას ცდილობდა. მას ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა სავარაუდოდ სანადირო თოფიდან ესროლა, შემდეგ კი მის გატაცებას ცდილობდა.მამაკაცს ცეცხლსასროლ ჭრილობასთან ერთად დაზიანებები ყბასახის მიდამოებში აღენიშნება, ექიმების განცხადბით დაშავებულს კბილები აქვს ჩამტვრეული რაც ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის გამოწვეული.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კასპის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი შეისწავლეს.მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული. დაკავებული არავინაა.

Comments
Loading...