კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ბერლინში, კლინიკა HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ოპერაცია დასრულდა.

ექიმებმა პირველი კომენტარი „კურიერთან” გააკეთეს. მათი ინფორმაციით, ილია მეორე კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაშია გადაყვანილი და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

“ოპერაცია დასრულდა კარგად“, – აცხადებს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ის ექიმი.

პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპაროსკოპიული მეთოდით, ბერლინში ჩაუტარდა.

ოპერაციის დაწყებამდე, პატრიარქთან მყოფმა სასულიერო პირებმა ჯანმრთელობის პარაკლისი გადაიხადეს.

Comments
Loading...