კათოლიკური ეკლესია პედოფილიის ათასობით მსხვერპლს კომპენსაციას გადაუხდის

უცხოური პრესის ინფორმაციით, ავსტრალიის კათოლიკური ეკლესია, სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის ათასობით მსხვერპლს 213 მილიონი დოლარის კომპენსაციას გადაუხდის.

ავსტრალიის სამეფო კომისიამ პედოფილიის საქმეების გამოძიება 2013 წელს დაიწყო.

სოლიდური რაოდენობის საკომპენსაციო თანხა 3066 ადამიანს გადაეცემა, რომლებიც 1980-2015 წლებში გახდნენ სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

როგორც კომისიის იურისტი ჰეილ ფერნესსი აცხადებს, სავარაუდოდ, კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან მოზარდთა სექსუალური ძალადობის შემთხვევები, შესაძლოა, უფრო მეტი იყოს, ვიდრე კომისიის მუშაობის დროს გაირკვა.

როგორც სამეფო კომისიას ერთმა მსხვერპლმა განუცხადა, პედაგოგი-სასულიერო პირი საკლასო ოთახში ეწეოდა მასზე სექსუალურ ძალადობას და დანარჩენ მოსწავლეებს აიძულებდა, ამ დროს კედლისკენ შებრუნებულები მდგარიყვნენ.

კომისიის დასკვნის შედეგად გაირკვა, რომ ავსტრალიის კათოლიკური ეკლესიის მსახურთა 7 პროცენტი მოზარდებზე სექსუალურად ძალადობდა.

Comments
Loading...