კათოლიკური შობა თბილისში

კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტეს შობა გრიგორიანული კალენდრით სწორედ 25 დეკემბერს აღინიშნება.

კათოლიკურ შობას ზეიმობენ საქართველოშიც. თბილისში რამდენიმე კათოლიკური ეკლესიაა, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ესწრებიან. კათოლიკე მრევლთან ერთად ტაძარში იმყოფებიან პოლიტიკოსებიც. საზეიმო წირვას ესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია და ნაციონალური მოძრაობის წევრები.4318_b

საზეიმო წირვას ასევე ესწრება საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი აღავლენს. საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შემდეგ მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. დღეისათვის მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა.

Leave A Reply

Your email address will not be published.