“კაცები გაზიდან” (მან ხელი მკრა და არაკორექტულად მომმართა…)

ინციდენტი მოხდა დღეს დიღმის მასივში, ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის,, საავარიო სამსახურის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის. დღის ორ საათზე, დიღმის მასივის VI კვარტალში, ,,ყაზტრანსგაზის,, წარმომადგენლები გაზის გამათბობლის შესამოწმებლად ტატიაშვილების ოჯახს ესტრუმრნენ. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ქეთევან ბურნაძის მტკიცებით; გადაუდებელი აუცილებლობა იმისა, რომ გამათბობელი შეეცვალა არ იყო – გაბათბობელი ამას წინათ ხელოსანს ვაჩვენე და მითხრა, რომ საშიში არაფერი იყო, თუმცა ეს ბატონები ჯიუტად მიმტკიცებდნენ, რომ გამათბობელი უნდა მომეხსნა, ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი ამ ეტაპზე ძალიან მოკრძალებულია, რა სახსრებით უნდა დავაყენო ახალი გამათბობელი ? – თავიდან როდესაც გავიგე საიდან იყვნენ, ბუნებრივია კარი გავუღე, თუმცა ჩემთვის უცნობმა პიროვნებებმა უცერემონიოდ დაიწყეს ოთახებში სიარული, რის შემდეგაც მე მათ ვთხოვე; რომ წარმოედგინათ საბუთები, რაზეც მოკლედ მიპასუხეს, რომ გაზიდან არიან და დაიწყეს რაღაც ოქმის შეგენა. ჩემს შემდგომ კითხვებზე კი არ რეაგირებდნენენ. მე კორექტულად მოვუწოდე ორივეს, რომ სახლი დაეტოვებინათ, მათ ჩემი მოთხოვნა დააიგნორეს, ამის შემდეგ კი კატეგორიულად ვუთხარი; თუ სახლს არ დატოვებდნენ პატრულში დავრეკავდი. იყო ხმაური, დაძაბული საუბრები. როცა გავუმეორე; საბუთები მანახეთთქო, ერთ-ერთმა პირმა ამოიღო საბუთი, თუმცა ხელი უკან წაიღო, არ უნდოდა დამეფიქსირებინა მისი ვინაობა. ის იყო აღნიშნული საბუთის ჯიბეში ჩადება დააპირა, რომ ხელში ვწვდი, მანახეთქო – მან ხელი მკრა და არაკორექტულად მომმართა, რაზეც მეც ადექვატური პასუხი გავეცი სიტყვიერად. ამ ამბის შემდეგ დავრეკე გაზისა და ნავთობის კორპორაციაში სადაც არავინ მიპასუხა, შემდეგ კი ,,ყაზტრანსგაზში,, თუმცა იქაც ვერ მითხრეს კონრეტული პასუხი – აცხადებს ბურნაძე. ჩვენ შევეცადეთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას ,,ყაზტრანსგაზში,, მათ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩვენს მიერ განხორციელებული არაერთი სატელეფონო ზარის შემედეგ ,,ყაზტრანსგაზის,, საავარიო სამსახურის ოპერატორები ერთმანეთთან გვამისამართებდნენ. საბოლოდ კი ამ კომპანიის საავარიო სამსახურიდან დიღმის რაიონულ ბიზნესცენტრში გადაგვრთეს, ხოლო იქ ორი ზარის შემდეგ გვითხრეს, რომ პასუხზე თავად დაგვირეკავდნენ, თუმცა ორი საათის განმავლობაში პასუხი არ გაუციათ. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ინციდენტზე ,,ყაზტრანსგაზის,, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ოფიციალურ კომენტარს გააკეთებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.