კაცმა ყოფილი ცოლი თოფით მოკლა წინანდალში

ყოფილი ცოლი კაცმა თოფით მოკლა წინანდალში.ადგილობრივების ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა მან ქალს თავის არეში მიაყენა, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, რომელსაც სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108- ე მუხლით დაიწყო.ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
გამოძიებამ დაადგინა,რომ მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, საღამოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში,1984 წელს დაბადებულმა ა.ბ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, ყოფილი მეუღლე-1987 წელს დაბადებულ ე.შ. თავის საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში დაჭრა. მიყენებული ჭრილობის შემდეგ,ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის იარაღით თვითმკვლელობა სცადა.კერძოდ, მან სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში მიიყენა დაზიანება.დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.ექიმების თქმით,პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა “სტაბილურად მძიმეა”.
3 დეკემბერს, თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს მიმართ, ყოფილ მეუღლესთან არსებული კონფლიქტის გამო, შემაკავებელი ორდერი დაამტკიცა.მოსამართლემ ა.ბ-ს 30 დღის განმავლობაში ე.შ-სთან მიახლოვება და სატელეფონო კავშირი აუკრძალა,რასაც ა.ბ. არ დაემორჩილა.
2016 წლის 21 ნოემბერს, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამ დროისთვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული, ა. ბ.ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადება-ტარების ბრალდებით დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე ნაწილის მესამე და მეოთხე ნაწილით).თელავის რაიონული პროკურატურის მიერ, აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვილი იქნა პატიმრობა, თუმცა თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.ბ-ს გირაოს სახით 8000 ლარი შეუფარდა, რომელიც მან გადაიხადა და 2016 წლის პირველ დეკემბერს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა.

Comments
Loading...