ხაჩიძის ნარკოტესტირების კანონპოროექტი არასათანადოდ არის მომზადებული და უამრავ ხარვეზს შეიცავს

იურიდიულ საკითხტა კომიტეტში ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით გოგა ხაჩიძის საკანონდმებლო ინიციატივა განიხილეს.
კანონპროექტი დაკავებული პირის არანებაყოფლობით ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ითვალიწინებს.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ პოლიციელის ვარაუდი, დაკავებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების შესახებ უსაფუძვლოა, საქმე შეწყდება და დაკავებული გათავისუფლდება.
შსს-ს ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი ზვიად ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ კანონპოროექტი არასათანადოდ არის მომზადებული და უამრავ ხარვეზს შეიცავს.
„კანონპროექტი არ არის სათანადოდ მომზადებული, შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და არ ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და როგორც დავადგინეთ, თითქმის არც ერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება სასამართლოს ჩართულობით, ნარკოტიკულ გამოკვლევაზე წარდგენას არ ითვალისწინებს“, -განაცხადა ოქროპირიძემ.
პარლამენტის წევრი, „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე განმარტავს, რომ ამგვარ საკითებზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები უარყოფითი დამოკიიდებულებით გამოირჩევიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად, ძალოვანი უწყებები მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ გამოირჩევიან იმით, რომ არ ეთანხმებიან, არ მოსწონთ იმიტომ, რომ რაღაც ბერკეტი ერთმევათ ხელიდან. აღარ შეიძლება პოლიციელმა, ასე ვთქვათ, თავისი გადაწყვეტილებით ქუჩიდან წაიყვანოს ხალხი ნარკოტესტირებაზე.
ხაჩიძის კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირას გაგრძელდება.

Comments
Loading...