ხადარკოვსკიმ შესაძლოა ბრიტანეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს

მიხეილ ხადარკოვსკიმ დიდ ბრიტანეთს შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ იუკოსის ყოფილმა ხელმძღვანელმა ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა უკვე აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი მას წინასაარჩევნოდ სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს. გუშინ რუსეთის სასამართლომ მიხეილ ხადარკოვსკის 1998 წელს ქალაქ ნეფტე–იუგანსკის მერის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ამ დროისთვის ხადარკოვსკი შვეიცარიაში იმყოფება.

Leave A Reply

Your email address will not be published.