“ხაინდრავა, ფილმის გადაღება 6 იანვრით დაიწყე, ბავშვებით სავსე ავტობუსს ცეცხლი რომ გაუხსენი”

“ხაინდრავა, ფილმის გადაღება 6 იანვრიდან დაიწყე. იმ დღიდან, როდესაც გამთენიისას, მთავრობის სახლიდან გამოსულ ავტობუსებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უამრავი ქალი და პატარა ბავშვი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუხსენი გია სვანიძესთან ერთად”-ქართველი ემიგრანტი სულა სულაშვილი 9+1-ის სცენარის ავტორსა და რეჟისორს მიმართავს და გოგა ხაინდრავას, რომელიც ფილმში ასახულ უმძიმეს კადრებზე უკვე ალაპარაკდა, ურჩევს გადაღება იმით დაიწყოს, როცა მთავრობის სახლის წინ ავტობუსებში ქალებსა და ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა:
“მაშინ, ამ ამორალიზმისთვის, ყველაზე ამორალურმა კაცმაც კი ( ჯაბა იოსელიანმა), მორალი წაგიკითხათ და თქვენს საქციელს ლაჩრობა უწოდა.
თუმცა ჯაბაზე გაცილებით ამორალური დღეს ის კაცია, რომელმაც სამშობლოს ზიზღში მილიონები გადაიხადა დამახინჯებული ისტორიის შესაქმნელად.
მემატიანეს სამშობლოს მტრები არ აღწერენ – თავად მემატიანე აღწერს სამშობლოს მტრების მზაკვრულ ცხოვრებას და თავს ვერასოდეს დააღწევთ იმ რეალობას, რომლითაც დამკვიდრება შესძელით”
-წერს სულაშვილი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი კომენტარით ეხმაურება.

” ჩემო ნუგზარ, ამ ე.წ. ფილმს ხაინდრავას თავზე გადააახევს ქართველი ხალხი….დღევანდელი ბიდლოს იმედი არა მაქვს, მაგრამ ხვალინდელი ქართველობა ამ აყროლებულ სუბიექტს სანაგვე ყუთში მოისვრის და ამის მოწმენი ყველანი ვიქნებით”!

” როგორ მაწუხებს ხაინდრავას ეს ფილმი ….
შეიძლება ითქვას რომ ცრემლები მიხრჩობს გულს ….
რა უფლებით ბედავს და იღებს ასეთ სერიალს …

რატომ ავიწყდება როგორი მძორია თავად” …..

” მე ვიტყოდი. 6 იანვრიდან კი არა 2 აგვისტოდან დაიწყოს. როცა თვითონ მონაწილეობდა პუტჩში”.

” საინტერესი ის არის, რომ ე. წ. “შერიგების” ფარსის შემდგომ რეინტეგრაციის მინისტრად მოგვევლინა”.

” რა უფლება აქვს ხაინდრავას, ან ვინ უბოძა ეს უფლება, ფილმი გადაიღოს. ერთია საინტერესო, თავის თავს რა როლს მიანიჭებს. იუდამ თავი ჩამოიხრჩო, ეს კი ფილმებს იღებს. საზოგადოებაშიც როგორ კარგად გრძნობს თავს და რაც მთავარია, საზოგადოებაც კარგად იფერებს მას. შუბლზე ძალიან ბევრს ხარის თვალი აქვს გადაკრული როგორც ვატყობ”.

წყარო: guriismoambe.com

Leave A Reply

Your email address will not be published.