“ხალხი ყველაფერს აიტანს – უფულობას, შიმშილს, მაგრამ ტყუილს და უსამართლობას არა!”

არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი საგარეჯოს რაიონში გამართული შუალედური არჩევნების შედეგსა და არჩევნების მიმდინარეობის ფორმებს ეხმიანება. სადღობელაშვილის განცხადებით, საგარეჯოში თამარ ხიდაშელის გამარჯვება უსამართლობაა, ხოლო რაც შუალედური არჩევნების დროს მოხდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უფრო დიდი მასშტაბებით განხორციელდება.

„ყველამ დაიმახსოვრეთ ახლა რასაც დავწერ – დასქრინეთ, დააკოპირეთ, კარგად შეინახეთ და გადაუგზავნეთ თქვენს უფროსებს კიდევ… ( ინტრიგნებო და სპეკულიანტებო).
ის, რაც მოხდა გუშინ საგარეჯოში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაგონი იქნება. გუშინ თუ მხოლოდ ერთი რაიონი აფეთქდა და ამან კინაღამ შეიწირა ზოგის თანამდებობა, 2016- ში აფეთქდება 50 ასეთივე ნაღმი! და მერე გვიანი იქნება! მერე აღარ და ვეღარ დაგიცავთ ვერავინ! მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ამხელა გასაქანი მიეცა მაინც და მაინც იმათ, ვისაც საქართველოში ყველაზე ნაკლები რეიტინგი ჰქონდათ!
ერთი ქალის ამბიციებმა კონსტიტუცია გააუპატიურა! ხალხი ყველაფერს აიტანს – უფულობას შიმშილს უშუქობას უგაზობას დანგრეულ გზებს, მაგრამ ტყუილს და უსამართლობას არა!”
– აღნიშნავს სადღობელაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.