“ხალხო, ვიხუმრე! გურული ვარ მე!” – ბერძენიშვილის განმარტება

“ხალხო, ვიხუმრე! გურული ვარ მე!”- ასეთ განმარტებას აკეთებს ლევან ბერძენიშვილი დღევანდელ განცხადებაზე. დეპუტატმა განმარტება “ფეისბუქის” საშუალებით გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დღეს პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას გენდერული ბალანსის თემას და ქორწინების საკითხებზე ისაუბრა. ბერძენიშვილის თქმით, საქართველო ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – “გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას”. დეპუტატის ეს და კიდევ სხვა განცხადებები სოციალურ ქსელში განხილვის მთავარ საგნად იქცა.

Comments
Loading...