ხან კვესიტაძეს შეუვარდები ეთერში, ხან გაბუნიას – ვინ მოგცა უფლება?! – ქუცნაშვილი გვარამიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა „არჩევანის” წამყვანს გიორგი გაბუნიას შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„გვარამია მთელი ცხოვრება ჟურნალისტებს თავისუფლებას გიზღუდავთ. ეს მთელმა მსოფლიომ იცის”, – მიმართა ქუცნაშვილმა გაბუნიას.

ქუცნაშვილმა ასევე ნიკა გვარამიასაც მიმართა და მოუწოდა, ჟურნალისტებზე ძალადობას თავი დაანებოს.

„დაანებე ჟურნალისტებზე ძალადობას თავი! ხან კვესიტაძეს შეუვარდები ეთერში, ხან გაბუნიას, ვინ მოგცა უფლება, რომ ქართულ ჟურნალისტიკაზე ძალადობ?! დირექტორის თანამდებობას ბოროტად იყენებ და ძალადობ საკუთარ ჟურნალისტებზე”, – მიმართა ქუცნაშვილმა ნიკა გვარამიას.

წყარო: “რეპორტიორი”

Comments
Loading...