ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე – ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

აღმაშენებლის გამზირზე, იტალიურ ეზოში არსებულ რესტორნის სამზარეულოში ხანძარი გაჩნდა.

 

“პირველს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ ცეცხლის ჩაქრობას ადგილზე ოთხი სახანძრო მანქანა ცდილობდა.
“იტალიურ ეზოში რესტორანის სამზარეულო დაიწვა, საუბარია დაახლოებით 50 კვადრატულ მეტრზე. ასევე დამწავრია შენობის მეორე სართულის იატაკი.
ადგილზე ოთხი სახანძრო მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დაშავებული არავინ არ არის”, – აცხადებენ უწყებაში.
Comments
Loading...