“ხანუკის “დღესასწაულის” აღნიშვნა ქრისტეს უარყოფა და ანტიქრისტეს მოლოდიის გაზიარებაა!”

გეგა ხვედელიძე, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის, იუდაურ დღესასწაულში მონაწილეობის მიღების ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება

“დაუშვებელია, რომ მართლმადიდებელმა რამენაირი სახით მიიღოს მონაწილეობა იუდაურ დღესასწაულებში. ხანუკის “დღესასწაულის” აღნიშვნა ქრისტეს უარყოფა და ანტიქრისტეს მოლოდიის გაზიარებაა!
როდესაც იუდეველები აღნიშნავენ ხანუკას, ჩვენ გვილოცავენ და უნდათ რა რომ ჩვენ მათთან ერთად ვიზეიმოთ, ეს გამოდის, რომ ისინი ჩვენ გვილოცავენ იესო ქრისტეს ჯვარცმას, ღვთისმშობლის შეურაცხყოფას, უფრო სწორად გვხვდიან რა თანაზიარს მათი დღესასწაულისა, ამ შემთხვევაში, ამ რიტუალური სანთლების დანთებით, ისინი ჩვენ მათთან ერთად ახალი მესიის მომლოდინედ წარმოგვაჩენენ, რაც თავის თავად სწორედ ჭეშმარიტი იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა.
და სწორედ ამიტომაცაა, რომ საღვთო სჯულის კანონებში ყველა სხვა განდგომილებთან შედარებით ბევრად უფრო მკაცრად ისჯება იესო ქრისტეს ჯვარმცმელებთან, იუდეველებთან თანალოცვა.
დიდი სჯულის კანონით, თუ ქრისტიანი დღესასწაულობს იუდეველებთან ერთად ან მიიღო მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად უცომო ან რაიმე მსგავსი, უნდა დაისაჯოს. თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს უზიარებლობით უნდა დაისაჯოს (წმინდა მოციქულთა 70, 71 კანონები).
არ შეიძლება ურიათა და მწვალებელთაგან გამოგზავნილი რაიმე სადღესასწაულო ძღვენის მიღება, არც მათთან ერთად დღესასწაულობა, არ შეიძლება ურიათაგან (იუდეველთაგან) უცომოს მიღება და მათი უღვთოობის თანაზიარად გახდომა (ლაოდიკიის 37 და 38 კანონები).
ზონანას 70, 71-ე კანონების განმარტებებში ხაზგასმულია, რომ თუ სასჯელს იმსახურებს ის ქრისტიანი ვინც ილოცებს ეკლესიიდან განკვეთილებთან, მაშინ რაოდენ უფრო მეტი სასჯელის ღირსია სასულიერო პირი ან ერისკაცი, რომელიც იდღესასწაულებს იუდეველებთან, ქრისტეს მკვლელებთან ერთად.”

Leave A Reply

Your email address will not be published.